Wednesday, 17 December 2014

ფლაერები

გადავწყვიტეთ, ერთგვარი სარეკლამო ფლაერების დამზადება.
თემა, ვუნებრივია, იყო ,,წყალი''. წყალი კი სიცოცხლის საწყისია, რომლის მოსავლელად და დასაცავად ადამიანს ბევრი რამის გაკეთება ევალება, მაშინაც კი, თუ მისი ქვეყანა წყლით მდიდარია ( ეს ჩვენ გვიჩვენა მოძიებულმა ინფორმაციებმა და ჩვენმა პროექტმა). წყალი, ხე, ზოგადა ბუნება ერთმანეთზეა გადაბმული და გადაჯაჭვური და ადამიანიც ამ ყველაფერზეა დამოკიდებული... ასე რომ.....
გავუფრთხილდეთ ბუნებას! - აი, ამის თქმა გვინდოდა... და რადგან ახალი წელი ახლოვდება და ახალ წელს ყველზე მეტად ვაზიანებთ ხოლმე ბუნებას, ჩვენი სათქმელი ამასაც დავუკავშირეთ.... 





ფლაერების დამზადება და დარიგება















 ფლაერებს დეკემბრის ბოლოს კიდევ დავარიგებთ!!!

ფოტოარქივი

კონსულტაცია ბიოლოგიის პედაგოგთან.

 
 პროექტის დაგეგმვა

 
 
 


დისკუსია

რას მოგვიტანს ევროპასთან ინტეგრაცია?
(ყველას თავისებული მოლოდინი აქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როცა საქმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ქვეყნის ორიენტაციას ეხება... ჩვენც ვფიქრობთ ამაზე, ჩვენც რაღაცას ველით...)

მეშვიდე-მეოთხე კლასი

Tuesday, 16 December 2014

გამოკითხვის შედეგები

ჩავატარეთ გამოკითხვა სკოლაში, ქუჩაში, სახლში, მეზობლებში და ნათეავებში :) :) :)
და რა თქმა უნდა, შეკითხვა დავდეთ ფეისბუქზეც.... შედეგები კი ასეთია:






პრეზენტაცია 2

კლასი დაიყო გუნდებად. ისევ წყლის დაბინძურების თემას ვუტრიალებთ, რადგან აქ დიდი საფრთხე და პრობლემა დავინახეთ... ვდილობთ, ვიპოვოთ რაიმე დამაიმედებელი, ვთქვათ, ევროკავშირის სახით (მათი გამოცდილება, მათი დახმარების პერსპექტივა ან სხვა)

გუნდებმა მოიძიეს მასალა და წარმოადგინეს ზეპირი პრეზენტაციების სახით..... მასალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

1) წყლის დაბინძურება საქართველოში
2) წყლის მდგომარეობა ევროპაში
3) რა ხერხებს მიმართავენ ევროპის ქვეყნები წლის პრობლებმის მოსაგვარებლად.
4) ევროკავშირი და მისი საქმიანობა

წინასწარ შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები და ერთმანეთი შევაფასეთ შემდეგი უმნიშვნელოვანესი პუნქტების მიხედვით:

1. რამდენად საინტერესოა და მრავალფეროვანია მოძიებული მასალა 0-3
2. ჩართულია თუ არა გუნდის ყველა წევრი და იგრძნობა თუ არა პრეზენტაციაში გუნდურობა (ლოგიკურია თუ არა ,,გადასვლები'' გუნდის წევრებ შორის) 0-3
3. როგორ გადმოგვცეს მოძიებული ინფორმაცია, რამდენად გამართულად მეტყველებნენ გამომსვლელები, რამდენად დამაჯერებელი და ლოგიკური იყო მათი მსჯელობა. მოსყავდათ თუ არა მაგალითები, არგუმენტები.

მიკერძოების თავიდან ასაშორებლად, მეტი ობიექტურობისთვის, იმისთვის, რომ ერთმენეთისთვის მეტი ყურადღებით მოგვესმინა და მეტად გაგვეზრებინა მოსმენილიც და ჩვენი შეფასებაც, დაწერილ ქულას მსმენელთა გუნდების თითო-თითო წევრი განმარტავდა (რა და რატომ დაწეურა მეგობარ გუნდს).

სამწუხაროდ, ფოტოაპარატმა გვიმტყუნა და ფოტო-ვიდეო ნაკლებად შემოგვრჩა (ტელეფონით გადაღებული კი არც ისე ხარისხიანი აღმოჩნდა :(  )

იხილეთ გაკვეთილის მასალები - მოსწავლეები მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სხვა.





 

  
 

Saturday, 13 December 2014

პრეზენტაცია - წყალი

მოვიძიეთ მასალა, დავამუშავეთ თემები... თითოეულმა გუნდმა თავისი სახელის შესაბამისად შეკრიბა მასალა და ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილი გამოვიდა.
პრეზენტაცია წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით ფასდებოდა. მთავარი იყო: სათაურთან თემის შესაბამისობა; ინფორმაციის მრავალფეროვნება; მოკლედ და საინტერესოდ წარმოდგენა; ვიზუალური გაფორმება. მართალია, ორი მოსწავლე ცუდად იყო და დაგვაკლდა, მაგრამ შევძელით ისე გადმოგვეცა ყველაფერი, რომ პრეზენტაციას არაფერი შეტყობოდა.
თითეული გუნდის ნამუშევარში იგრძნობოდა გუნდურობა... ჩვენ თვითონ მოგვეწონა შრომის შედეგი...