24 ნოემბერს ჩვენი კლასი იყო გარემოს დაცვის სამინისტროში. პირველ რიგში,
გაგვაცნეს,
თუ რას ნიშნავს გარემოს დაცვა; რას საჭიროებს ეს პროცესი და რაოდენ რთულია; და როგორ
უნდა
ჩავდოთ ამ საქმიანობასშ შვენი წვლილი...
ეს იყო ერთგვარი ლექცია, მაგრამ
ჩვენც ვიყავით ჩართული, ჩვენც ვაქტიურობდით და გამოვთქვამდით ჩვენს მოსაზრებებს.
ასევე მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წესები
უნდა
დავიცვათ და როგორ
გავაკეთოთ ეს, რათა ჩვენი გარემო იყო სუკეთეს მდგომარეობაში; რა მოვიმოქმედოთ,
რომ მეტი შევძლოთ ბუნების დასაცავად.
ბევრი შვენგანი ალბათ აქამდე არ ან ნაკლებად უფრთხილდებოდა
გარემოს, მაგრამ ამ პროექტმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა და (მართალია ის მხოლოდ
წყალს ეხება, მაგრამ წყალი ბუნების ნაწილია და თანაც მტავარი ნაწილი, უწყლოდ ხომ ბუნება
წარმოუდგენელია?) ვფიქრობ ამ ,,ექსკურსიამაც’’ გამოიღო თავისი შედეგი.
ამ
პატარა
ლექსციის აზრი და მიზანი ხომ სწორედ
ის
იყო,
რომ
ჩვენთვის, ასეთი ლამაზი
და მდიდარი ბუნების მქონე ქვეყნის შვილებისათვის, ბუნების სიყვარული
კიდევ ერთხელ ესწავლებინა და მისი დაცვისკენ მოეწოდებინა.
გარემოს დაცვის სამინისტროში
გარემოში მოქცევის წესების გაცნობისა და სხვა მრავალი
საინტერესო
თემების გარდა, შეეხნენ საქართველოს ბუნებას, საქარტველოს
კულტურას. ვნახეთ არაჩვეულებრივი
მღვიმეების (სათაფლიისა
და
პრომეთეს) სურათები, ასევე
ულამაზესი
სვანეთის და ხევსურეთის ხედები და ყველაზე მნიშვნელოვანი:
ის
გამორჩეული ძეგლები, რომელთაც დიდი გაფრთხილება სჭირდება.
ეს დღე უბრალოდ განსაკუთრებული
და საინტერესო კი არ იყო ჩვენთვის, არა უბრალოდ მიმზიდველი იმით, რომ ერთ-ერთ სამინისტროში
ვიყავით სტუმრად, არამედ, ვფიქრობ, საუკეთესო გაკვეთილი იყო, რომლმაც კიდევ ერთხელ
დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ბუნება... კიდევ ერთხელ გაგვახსენა ვაჟას ანკარა
მთის წყარო და უმადური ადამიანი, რომელიც ყველაფერს სათავისდ უყურებს და ყველაფერს
აზიარენს და არაფერს უფრთხილდება.
როგორ მოვიქცეთ? რა მოვიმოქმედოთ
იმისთვის, რომ ადამინებმა სხვანაირად დაიწყონ ფიქრი და მოუფრთხილდნენ თავიანთ გარემოს,
მოუფრთხილდნენ იმ ყველაზე ძვიურფასს, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია...
რა ხერხებს მივმართოთ, რომ შეჩერდეს თუნდაც წყლის დაბინძურების პროცესი? როგორ დავანახოთ
ეს პრობლემა საზოგადოებას, ჩვენს თანატოლებს? ეყოფა კი ძალა და რესურსი ჩვენს ქვეყანას,
რომ გაუმკლავდეს ამ პრობლემებს?
აი, ეს კითხვები გვაწუხებს
და თასი საფიქრალი გაგვიჩნდა... იმედია, პასუხებს ვიპოვით და რაიმეს მაინც შევძელბთ...
თაკო ნოსელიძე
P.S. მადლობას ვუხდით ჩვენს დამრიგებელს - ირინა ნემსაძეს, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია დღევანდელი დღის ორგანიძებაში.
No comments:
Post a Comment