Tuesday, 16 December 2014

პრეზენტაცია 2

კლასი დაიყო გუნდებად. ისევ წყლის დაბინძურების თემას ვუტრიალებთ, რადგან აქ დიდი საფრთხე და პრობლემა დავინახეთ... ვდილობთ, ვიპოვოთ რაიმე დამაიმედებელი, ვთქვათ, ევროკავშირის სახით (მათი გამოცდილება, მათი დახმარების პერსპექტივა ან სხვა)

გუნდებმა მოიძიეს მასალა და წარმოადგინეს ზეპირი პრეზენტაციების სახით..... მასალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

1) წყლის დაბინძურება საქართველოში
2) წყლის მდგომარეობა ევროპაში
3) რა ხერხებს მიმართავენ ევროპის ქვეყნები წლის პრობლებმის მოსაგვარებლად.
4) ევროკავშირი და მისი საქმიანობა

წინასწარ შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები და ერთმანეთი შევაფასეთ შემდეგი უმნიშვნელოვანესი პუნქტების მიხედვით:

1. რამდენად საინტერესოა და მრავალფეროვანია მოძიებული მასალა 0-3
2. ჩართულია თუ არა გუნდის ყველა წევრი და იგრძნობა თუ არა პრეზენტაციაში გუნდურობა (ლოგიკურია თუ არა ,,გადასვლები'' გუნდის წევრებ შორის) 0-3
3. როგორ გადმოგვცეს მოძიებული ინფორმაცია, რამდენად გამართულად მეტყველებნენ გამომსვლელები, რამდენად დამაჯერებელი და ლოგიკური იყო მათი მსჯელობა. მოსყავდათ თუ არა მაგალითები, არგუმენტები.

მიკერძოების თავიდან ასაშორებლად, მეტი ობიექტურობისთვის, იმისთვის, რომ ერთმენეთისთვის მეტი ყურადღებით მოგვესმინა და მეტად გაგვეზრებინა მოსმენილიც და ჩვენი შეფასებაც, დაწერილ ქულას მსმენელთა გუნდების თითო-თითო წევრი განმარტავდა (რა და რატომ დაწეურა მეგობარ გუნდს).

სამწუხაროდ, ფოტოაპარატმა გვიმტყუნა და ფოტო-ვიდეო ნაკლებად შემოგვრჩა (ტელეფონით გადაღებული კი არც ისე ხარისხიანი აღმოჩნდა :(  )

იხილეთ გაკვეთილის მასალები - მოსწავლეები მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სხვა.





 

  
 

No comments:

Post a Comment